ბოლნისში კერძო სექტორმა მოწყვლად ოჯახებს 7 ტონა კარტოფილი გადასცა

ბოლნისის მუნციპალიტეტის ინფორმაციით,ბოლნისში საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა უკვე არაერთმა კერძო ბიზნესმა მიიღო.

მუნიციპალიტეტის ცნობით,ამჯერად მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისთვის 7 ტონა კარტოფილი შპს „მზიანმა მოსავალმა“ მუნიციპალიტეტს გადასცა .კომპანია სოფლ სავანეთში ოპერირებს.

 

“10-კილოიანი პაკეტები სავანეთის ყველა მოსახლეს დაურიგდება, 5-კილოიანი პაკეტები კი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით გადანაწილდება.

აღსანიშნავია, რომ კომპანია კარტოფილით შპს „Wellington”-ს ამარაგებს, რომელიც ქართულ ჩიფსს „FRIXX” –ს აწარმოებს. „მზიანი მოსავალის“ ხელმძღვანელებს დიდ მადლობას ვუხი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისა და ქველმოქმედებისთვის. საკარანტინო მდგომარეობისას წარმატებული კერძო ბიზნესის დახმარება ჩვენთვის განსაკუთრებით დასაფასებელია!”-ნათვქმია მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფირმაციაში