ბოლნისში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

  ბოლნისში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნილი 14 ანალიზის ნიმუშიდან, ერთმა დადებითი პასუხი აჩვენა.

მუნიციპალიტეტში ჯამში კორონავირუსის 88  დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

გრძელდება მოსახლეობის განმეორებითი თერმოსკრინინგი. ჯამში კარდაკარის პრინციპით სამედიცინო შემოწმება 21 სოფლის მოსახლეობას ჩაუტარდა. მუნიციპალიტეტში  სულ ხუთი ადამიანი გამოჯანმრთელდა.