ბოლნისის მუნიციპალიტეტში 12 საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა ოჯახებს სურსათი დაურიგდებათ.
აღსანიშნავია, რომ 70-ლარიანი სასურსათო კალათა სულ 1 300-მდე ოჯახს გადაეცემა.
„კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები დროებით დაიხურა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ პერიოდში პატარებზე ზრუნვა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთი თვის საკვები ჩვენი ბაღების აღსაზრდელებისთვის დაგვერიგებინა და 1 300 აღსაზრდელია ამ 12 ბაღში, სასურსათო პაკეტი არის კვერცხი, შაქარი ფქვილი, ბრინჯი, მაკარონი, ზეთი. ეს არის პირველადი მოთხოვნის პროდუქტები. 70 ლარის ღირებულებისაა თითო პაკეტი და ყველა ბავშვს სახლში მივუტანთ“, განაცხადა ბოლნისის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.
ინფორმაციისთვის, ბოლნისის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის , სასურსათო პაკეტების შესაძენად 90 000 ლარი დაიხარჯა.