ბოლნისში 247 საკვლევი მასალიდან კორონავირუსი სამ პირს დაუდასტურდა

ბოლნისის მუნიციპალიტეეტში ჩატარებული 247 საკვლევი მასალიდან მიღებული ტესტის პასუხები უკვე ცნობილია. 

 გამოკვლეულ 247 ადამიანს შორის ახალი კორონავირუსი 3 პირს დაუდასტურდა, ხოლო მათგან  2 ადამიანის ტესტი  ისევ საკვლევ ეტაპზეა.

აღსანიშმნავია, რომ დადასტურებული შემთხვევებიდან ერთი სასწრაფო სამედიცინო დახმარების კლასტერიდანაა, ორი კი სოფელ სავანეთში დადასტურებული შემთხვევების კლასტერია. 

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჯამში  “კოვიდ-19-ით” ინფიცირების  58 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.