ბოლნისში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი დაინფიცირდა. ინფიცირებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაინფიცირებული თანამშრომლების კლასტერიდანაა.
ბოლო მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის ინფექცია ბოლნისის მუნიციპალიტეტში სულ ოთხ პირს დაუდგინდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 52-ს შეადგენს.
ინფიცირებულთა ზრდის გამო, დამატებითი საკონტროლო გამშვები პუნქტებია მოწყობილი ქალაქის შესასვლელთან, სოფელ რაჭისუბანთან, დაბა კაზრეთში, სოფელ ბალიჭში, სოფელ სავანეთსა და ქვემო ბოლნისში.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 394 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 86 გამოჯანმრთელდა, 4 კი – გარდაიცვალა.