ბოლნისში COVID-19 სასწრაფო დახმარების 16 თანამშრომელს აქვს დადასტურებული

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ტესტირება სასწრაფო დახმარების 1000-მდე თანამშრომელს აქვს ჩატარებული. 

უწყების  გადაწყვეტილებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედიკოსები, როგორც მაღალი რისკის ზონებში მომუშავე პირები, ინფექციაზე პერიოდულად შემოწმდებიან.

როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, გუშინ, სასწრაფო დახმარების თანამშრომელთა მასშტაბური შემოწმების შედეგად გამოვლენილი 7 საეჭვო შემთხვევიდან, კორონავირუსი ლაბორატორიულად არც ერთს არ დაუდასტურდა.

ჯამში, კოვიდ-19 დადასტურებული აქვს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 18 თანამშრომელს, რომელთაგანაც 16 ე.წ. ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება.