ბოლნისში COVID19-ის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა

ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა.

ინფექცია დღეს კიდევ სამ პირს დაუდასტურდა.tv4-ის ინფორმაციით, ახალი შემხვევები სასწრაფო დახმარების თანამშრომლების კლასტერს უკავშირდება. ამასთან, ინფიცირებულია ორი სასწრაფოს პერსონალი და ერთი ოჯახის წევრი.

ინფიცირებული პირები მუნიციპალიტეტში დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან.შესაბამისად, ინფექციის წყარო დადგენილია.

ინფიცირებულთა ზრდის გამო, უკვე მესამე დღეა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე დასახლებაში გამკაცრებული ზომები მოქმედებს.

დამატებითი საკონტროლო გამშვები პუნქტებია მოწყობილი ქალაქის შესასვლელთან, სოფელ რაჭისუბანთან, დაბა კაზრეთსა და სოფელ ბალიჭებში.მანამდე კი ზომები გამკაცრდა სოფელ სავანეთსა და ქვემო ბოლნისში.