ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში კოვიდინფიცირებული 49 პაციენტი მკუნრალობს. ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა. როგორც მან განმარტა, აღნიშნული პაციენტებიდან ათი 18 წლამდე ასაკისაა.
მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში გუშინ 15 პაციენტი მოთავსდა, 12 თეთრიწყაროდან და სამი ბოლნისიდან.
„ათი არის 18 წლამდე ასაკის პირი. ასევე სამი მაღალ ასაკობრივ რისკს მიეკუთვნება, ერთი პაციენტი მძიმეა და მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში. 11 პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ საყურადღებოა. დანარჩენები განაგრძობენ მკურნალობას,” – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.