ბუნებრივი აირის მარტის თვის გადასახადთან დაკავშირებით “სოკარში” განმარტებას აკეთებენ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, დამატებით კომენტარს აკეთებენ “სოკარ ჯორჯი გაზში”. კომპანიაში აზუსტებენ ინფორმაციას, რომელიც მარტის თვის გადასახადს ეხება. როგორც სოკარ ჯორჯია გაზში აცხადებენ, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ბუნებრივი აირის მარტის თვის დავალიანება დაფარული აქვთ, სუბსიდირებული თანხები აბონენტების ანგარიშზე აისახება.

“იმ აბონენტებს, რომლებმაც უკვე გადაიხადეს მარტის თვის გადასახადი, მათ ანგარიშებზე აისახება სუბსიდირებული თანხა, რომელსაც სახელმწიფო ჩვენ გადაგვიხდის” – განაცხადა “სოკარ ჯორჯია გაზის” დირექტორის პირველმა მოადგილემ, ანტონ სამსონიძემ.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს, რომლებიც 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ, 3 თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი, მაისი) კომუნალური გადასახადი სრულად დაუფინანსდებათ.