გამოცემა New York Times-ი რუბრიკაში „მსოფლიო ფოტო-ობიექტივში“ საქართველოს შესახებ წერს

გამოცემა New York Times-ი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს.

მსოფლიოში პანდემიით გამოწვეული სამოგზაურო შეზღუდვების გამო გავლენიანმა გამოცემამ დაიწყო ახალი რუბრიკა „მსოფლიო ფოტო-ობიექტივში“.

 სტატიაში, ფოტოჟურნალისტი სამცხე-ჯავახეთში გადაღებული შავ-თეთრი ფოტოებით ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერს და მონაზონთა ცხოვრებას აღწერს.

„მონაზვნების ნაწილი მინანქარსა და მოზაიკებზე მუშაობს, ნაწილი ჯავახურ ტრადიციულ ტექსტილს, ასევე სანთელს, შოკოლადს და თაფლს ამზადებს. მონაზვნები სოფლის მეურნეობაში არიან ჩართულები. მათ შეისწავლეს ყველის მომზადების წესები და 18 სახეობის ყველს ამზადებენ“, – წერს რობერტ პრესუტი და სოფელი ფოკასა და ადგილობრივთა ცხოვრებას აღწერს.

„ჩვენი ფოტოჟურნალისტები ვირტუალურად პლანეტის ყველაზე ლამაზ ადგილებში გამოგზაურებენ. ამ კვირაში რობერტ პრესუტი საქართველოს რეგიონში, სამცხე-ჯავახეთში გადაღებულ ფოტოებს გაგიზიარებთ“, – ასე იწყება New York Times-ის სტატია საქართველოს შესახებ.