გარდაბნის მუნიციპალიტეტში სასურსათო და ჰიგიენური საშუალებებით დახმარება ამ დრომდე 5 700-მა ოჯახმა მიიღო.
გარდაბნის მერის, რამაზ ბუდაღაშვილის განცხადებით, აღნიშნული დახმარების პაკეტის მიმღებს შორის 3 800 სოციალურად დაუცველი ოჯახი იყო.
მოწყვლადი კატეგორიის ოჯახების დახმარების პროცესში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი პირადად იყო ჩართული.
როგორც ის აცხადებს, პირველადი საჭიროების პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებებით მოსახლეობის დახმარება გარდაბნის მუნიციპალიტეტში კვლავ გაგრძელდება.