გარდაბნის მუნიციპალიტეტში სასაფოლო-სამეურნეო მაღაზიამ ფუნქციონირება გაახლა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების და კერძო სექტორის ერთობლივი გადაწყვეტილებით, იმისთვის,რომ მუნიციპალიტეტში სასოფლო სამეურნეო საქმიანობა არ შეიზღუდოს და ფერმერებმა სხვადასხვა აგროქიმიკატების შეძენა უწყვეტ რეჟიმში შეძლონ,დღეს გარდაბანში “ფერმერთა მომსახურების ცენტრი” გაიხსნა.
შეგახსენებთ, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით, დაშვებულია მსუბუქი ავტომობილებით საათობრივი გადაადგილება, დილით 06:00-დან 08:00 საათამდე და საღამოს 18:00-დან 19:00 საათამდე.