გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11-12 აპრილს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში კი თოვლი ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსამდე დაიკლებს.
სააგენტოს ცნობით, 13 აპრილიდან კი გამოიდარებს და შედარებით დათბება.
რუსთავში 11-14 აპრილის ჩათვლით უმეტესად უნალექო ამინდი ფიქსირდება. სინოპტიკოსების ცნობით, კვირას 12 აპრილს შესაძლებელია წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +14, +16 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.