გიორგი ქორიძე – კორონავირუსით ინფიცირებული ექთნის 50-მდე კონტაქტი გამოკვლეულია

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ქორიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ექთნის დაახლოებით 50-მდე კონტაქტი დადგენილია.

როგორც თეთრიწყაროს მერი აცხადებს, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით, კოვიდინფიცირებული ექთნის კონტაქტები  ტესტის ჩატარებამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

ცნობისთვის, თეთრიწყაროში ექთანს “კოვიდ-19” გუშინ,  25 აპრილს, დაუდგინდა, რის გამოც ადმინისტრაციულ ცენტრში კარანტინი გამოცხადდა და ცენტრალური საავადმყოფო დაიკეტა. 

ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში  4 ბლოკ-პოსტია მოწყობილი. ამასთანავე კონტროლდება შესვლა და გამოსვლა.

მუნიციპალიტეტში კოვიდ-19-ით ინფიცირების 19 ფაქტია დადასტურებული, აქედან 12 უშუალოდ თეთრიწყაროს ცენტრში, დანარჩენი შემთხვევები კი, სამ სოფელში.