დღეს, 15 აპრილს, 21:00 საათიდან ოთხი დიდი ქალაქი, მათ შორის რუსთავი ჩაიკეტება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი 10 დღით ჩაიკეტება.
“მივიღეთ გადაწყვეტილება, ქალაქში შესვლა და გამოსვლა იყოს აკრძალული, ათი დღით, მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მსხვილ ქალაქებში მობილობის დოზა დავწიოთ ქვემოთ, “ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.