დღეიდან ოთხი დიდი ქალაქი, მათ შორის რუსთავი, ისევ ჩაიკეტა

დღეს, 28 აპრილს,  21:00 საათიდან ოთხი დიდი ქალაქი, მათ შორის რუსთავი ისევ ჩაიკეტა. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის მიერ იქნა მიღებული. 

აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება შემდეგ ქალაქებს: თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი.

 მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს 4 დიდი ქალაქი საგამონაკლისო წესით ორი დღით: 27 და 28 აპრილს გაიხსნა. 

პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით,  დასაშვებად იქნა მიჩნეული აღნიშნულ დიდ ქალაქებში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა. მისი თქმით, გამონაკლისი  რეგიონსა და სხვა ქალაქებში მყოფი მოქალაქეებისთვის დაიშვა, რათა მათ რეგისტრირებულ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების შესაძლებლობა ჰქონოდათ. 

შეგახსენებთ, რომ 27 აპრილიდან, შეზღუდვების შემსუბუქების პირველ ეტაპზე მთავრობის გადაწყვეტილებით, დაშვებულია მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ასევე ტაქსების ოპერირება; სრულად დაშვებულია ონლაინვაჭრობა (საბითუმო და საცალო), მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა,