ეკატერინე ტიკარაძე – ამ ეტაპისთვის პროცესი ჯერ კიდევ მართულია

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ქვეყანაში მიმდიანრე პროცესი ამ ეტაპზე მართვადია.

„არის პატარა მწვერვალები, როდესაც ჩვენ გვაქვს დღეში დაინფიცირებული და იდენტიფიცირებული პაციენტების რაოდენობა – 14, 18, 11, მაგრამ ასევე გვაქვს დღეები, როდესაც საერთოდ არავინ ფიქსირდება. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ამ ეტაპისთვის პროცესი ჯერ კიდევ მართულია. თუმცა სიფხიზლე და მართვის მენეჯმენტის ხარისხის მეტად უფრო გაუმჯობესება – ჩვენი მთავარი გამოწვევაა, რადგან ის სტატისტიკა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, არ გაუარესდეს და პროცესის დინამიკაში მართვა შევძლოთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 195 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 39 უკვე გამოჯანმრთელდა, 2 ადამიანი კი გარდაიცვალა.