ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მოქალაქეები საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დროს არსებულ შეზღუდვებსა და აკრძალვებს სათანადოდ არ იცავენ, რის გამოც ქვეყანა კატასტროფის წინაშე აუცილებლად დადგება.
მისივე თქმით, თუ მოქალაქეები წესებს არ დაიცავენ, ქვეყანა შეიძლება, აღნიშნული რეალობის წინაშე სულ მალე დადეს.
„ჩვენ აუცილებლად დავდგებით კატასტროფის წინაშე, ვინაიდან, ვატყობთ, რომ გარკვეული პერიოდის გავლის შემდეგ, ჩვენი მოქალაქეები არ იცავენ წესებს იმ ხარისხით, როგორც არის საჭირო.
აქედან გამომდინარე, ეს არ წარმოადგენს პრევენციას, ეს წარმოადგენს იმ რეალობის ასახვას, რომლის წინაშეც ჩვენ შეიძლება, სულ მალე დავდგეთ, თუ ამ წესებს არ დავიცავთ“ ,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.