ახალი კორონავირუსის ინფექციის გამოვლენის ფარგლებში, საქართველომ დღეს კიდევ 5 000 ტესტი მიიღო.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, ტესტები ხვალიდან დარიგდება კლინიკებში, რომლებიც „კოვიდ-19“-ის ინფექციის მართვაში არიან ჩართული.
„დღეს დამატებით კიდევ 5 000 ტესტი ჩამოვიდა, რომლებიც ხვალ დილიდან უკვე დარიგდება ყველა იმ კლინიკაში, რომელიც ამ ინფექციის მართვაში არის ჩართული“, – განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ არანაირი კრიზისი არ არსებობს.