ერთი დღის განმავლობაში StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხა 1 მლნ 700 ათასი ლარით გაიზარდა

3 აპრილის, 18:00 საათის მდგომარეობით, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდში 22 მილიონი 800 ათასი ლარია მობილიზებული.

„ფონდში შენატანები განახორციელეს, როგორც კომპანიებმა ასევე, ფიზიკურმა პირებმა: ირაკლი გილაური, 1 მლნ ლარი; საქველმოქმედო ფონდი „ხარება“, 300 ათასი ლარი ; ტავ ურბან საქართველო, 150 ათასი ლარი; აქსის თაუერსი, 50 ათასი ლარი; ქროსქანთრი საქართველო, 40 ათასი ლარი; მოგზაურთა კლუბი, 20 ათასი ლარი; გრიზლი, 20 ათასი ლარი; ჯორჯიან პეტროლეუმ დისტრიბიუშენი, 20 ათასი ლარი; გრინლაიფ – Greenlife, 15 ათასი ლარი; შატო მუკუზანი, 10 ათასი ლარი; შპს „ვარკეთილი 96“, 10 ათასი ლარი; ახალი ნათება, 10 ათასი ლარი; მაი ბილდინგი, 10 ათასი ლარი; შპს „არესემ კორპ“, 10 ათასი ლარი; გერალი, 10 ათასი ლარი; ფენიქსი, 10 ათასი ლარი; ახალი ნათება, 10 ათასი ლარი; შპს „მეტეორი“, 10 ათასი ლარი; სს სამშენებლო სამრეწველო და სავაჭრო ფირმა “ეჯეთაშ”-ის საქართველოს ფილიალი, 5 ათასი ლარი; რეალექსპერტი, 5 ათასი ლარი“,-ნათქვამია ინფორმაციაში.