ე.წ. კომენდანტის საათის დროს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ე.წ. კომენდანტის საათის დროს თელავის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს “ოპელისა”  და “ფოლკსვაგენის” მარკის  ავტომობილები შეეჯახნენ.

შემთხვევის შედეგად, ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი დაშავდა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარეა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.