ეგრეთწოდებული რუსთავის კლასტერის 70 კონტაქტი მოძიებულია და მათ საეჭვო სიმპტომები ამ დრომდე, არ აღენიშნებათ-ამის შესახებ tv4-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა განუცხადა.
სტაბილურია თვითიზოლაციაში მყოფი საკრებულოს წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობაც და მათ თვითიზოლაციის ვადა ორ დღეში გაუვათ. დავით ბეგაშვილის განცხადებით,რუსთავის შემთხვევაში შიდა გადაცემის შემთხვევებს ადგილი არ აქვს.