კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ე.წ სტამბოლის აგრარული ბაზარი სრულად დაიხურა.
შეგახსენებთ, ბაზრის სრულად დახურვამდე, ტერიტორიაზე მოვაჭრეების ნაწილი მუშაობას აგრძელებდა – ფუნქციონირებდა სასურსათო მაღაზიები.
ბაზრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აგრარული ბაზრის სრულად დაკეტვის გადაწყვეტილება კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღეს.
ცნობისთვის, დღეს ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტა დედაქალაქშიც . გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა.