ე.წ. სტამბოლის აგრარული ბაზრის ღია ნაწილი გაიხსნება

ე.წ. სტამბოლის აგრარული ბაზრის ღია ნაწილი გაიხსნება. ინფორმაცია ამის შესახებ “ტვ4-ს” ბაზრის ადმინისტრაციაში უდასტურებენ. 

ბაზრის დირექტორის ცხოვრებაძის განცხადებით, ამ ეტაპზე სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს ელოდება, რათა აგრარული ბაზრის გახსნა რეკომენდაციების სრული დაცვით იქნას შესაძლებელი.

“ორშაბათისთვის, ალბათ, ვერ მოხერხდება, მაგრამ ვაპირებთ, რომ სამშაბათს ან ოთხშაბათს აგრარული ბაზრის ღია ნაწილი სრულად გავხსნათ. ველოდები სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს, რომ შეამოწმონ ტერიტორია და ის ჰიგიენურ-სანიტარული თუ სხვა წესები, რომელიც აუცილებელია, რომ დაცული იყოს, გააკონტროლონ და შესაბამისი მითითებები და დაშვება მოგვცეს. გარდა ამისა, ეკონომიკის სამინისტროს უკვე მივმართე, რათა ბაზრის სხვა ნაწილების ფუქნციონირებაზეც მივიღო ნებართვა”,-განაცხადა მამუკა ცხოვრებაძემ

შეგახსენებთ, რომ 30 მარტს კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, რუსთავის ე.წ სტამბოლის ბაზრის აგრარული ნაწილი დაიხურა.

ინფორმაციისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 აპრილიდან საქართველოს მასშტაბით არსებული აგრარული ბაზრები გაიხსნება.  ამასთანავე, მანქანების გადაადგილება, ტაქსის მუშაობა და ონლაინ ვაჭრობა აღდგება.

რამდენიმე დღეში ე.წ სტამბოლის ბაზრის ღია ნაწილი გაიხსნება

📣 რამდენიმე დღეში რუსთავის ე.წ სტამბოლის ბაზრის ღია ნაწილი გაიხსნება✔️ აგრარული ბაზრის გახსნა და ფუნქციონირება, საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების სრული დაცვით განხორციელდება✔️მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 აპრილიდან საქართველოს მასშტაბით არსებული აგრარული ბაზრები გაიხსნება

Geplaatst door TV4.ge op Maandag 27 april 2020