ე.წ. სტამბოლის აგრარული ბაზრის ღია ნაწილი გაიხსნება. ინფორმაცია ამის შესახებ “ტვ4-ს” ბაზრის ადმინისტრაციაში უდასტურებენ.
ბაზრის დირექტორის ცხოვრებაძის განცხადებით, ამ ეტაპზე სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს ელოდება, რათა აგრარული ბაზრის გახსნა რეკომენდაციების სრული დაცვით იქნას შესაძლებელი.
“ორშაბათისთვის, ალბათ, ვერ მოხერხდება, მაგრამ ვაპირებთ, რომ სამშაბათს ან ოთხშაბათს აგრარული ბაზრის ღია ნაწილი სრულად გავხსნათ. ველოდები სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს, რომ შეამოწმონ ტერიტორია და ის ჰიგიენურ-სანიტარული თუ სხვა წესები, რომელიც აუცილებელია, რომ დაცული იყოს, გააკონტროლონ და შესაბამისი მითითებები და დაშვება მოგვცეს. გარდა ამისა, ეკონომიკის სამინისტროს უკვე მივმართე, რათა ბაზრის სხვა ნაწილების ფუქნციონირებაზეც მივიღო ნებართვა”,-განაცხადა მამუკა ცხოვრებაძემ.
ინფორმაციისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 აპრილიდან საქართველოს მასშტაბით არსებული აგრარული ბაზრები გაიხსნება. ამასთანავე, მანქანების გადაადგილება, ტაქსის მუშაობა და ონლაინ ვაჭრობა აღდგება.