ვითარება რუსთავის ტაძრებში-Tv4-ის ფოტორეპორტაჟი

რუსთავის ტაძრებში  სააღდგომო ლიტანიისთვის ემზადებიან. Tv4-ის გადამღები ჯგუფები ქალაქში არსებულ ტაძრებში იმყოფებიან. როგორც Tv4-ის ჟურნალისტები ადგილიდან იუწყებიან, რუსთავში არსებულ ეკლესიებში ხალხის დიდი რაოდენობა  არ არის. 

ეკლესიების ეზოებში და შიგნით, მრევლი დისტანციის დაცვით დგას. 

რაც შეეხება მცირე ზომის ტაძრებს,  საპატრიარქოს და მთავრობის გადაწყვეტილების შესაბსამისად, პატარა ეკლესიებში მრევლი ტაძრის ეზოებში არის განთავსებული. ზოგიერთ ეკლესიაში მორწმუნეებისთვის სპეციალური სკამები დგას. 

   

ლიტანიობა ტაძრებში 23:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ იმასაც, რომ 21:00 საათზე ქვეყანაში ე.წ. კომენდანტის საათი ამოქმედდა და მოსახლეობის გადაადგილება აიკრძალა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტაძრებში მრევლის შეკრება დასრულებულია.

 

გთავაზობთ ფოტოებს ეკლესიებიდან, რომელიც ტაძარში ამ დროისთვის არსებულ ვითარებას ასახავს.