უნდა შევძლოთ ჩვენ ქვეყანაზე, რომ სიმდაბლით და სიყვარულით ურთიერთცოდვები ყველას მივუტევოთ. ამის ნაცვლად ვიღებთ დევნას, დაცინვას, დამცირებას, მაგრამ ეს ყოველი ამაო არს, – ამის შესახებ ქუთათელ გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა ბაგრატის ტაძარში განაცხადა.
„თუ თვისობრივად არ ვემსგავეთ უფალს, ჩვენ უფალთან წილი არ გვექნება. გუშინ ფეხთბანვის წესი შესრულდა გასახსენებლად იმისა, რაც უფალმა აღასრულა და თქვა, რომ „თუკი მე უფალმა თქვენმა და მოძღვარმა ფეხი დაგბანეთ, ასევე თქვენ გმართებთ“. ეს უნდა შევძლოთ ჩვენ ქვეყანაზე, რომ სიმდაბლით და სიყვარულით ურთიერთცოდვები ყველას მივუტევოთ. ამის ნაცვლად ვიღებთ დევნას, დაცინვას, დამცირებას, მაგრამ ეს ყოველი ამაო არს. ეს არაფერია იმ სიხარულთან, რასაც უფალი მოანიჭებს ღვთაებრივი ნათელით სასუფეველსა შინა. მხნედ იყავთ და გაძლიერდით“, – განაცხადა მეუფე იოანემ.