საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ამგვარი მატება, რაც დღეს საქართველოში არის, ყველაზე ოპტიმისტურ სცენარს მიჰყვება.
„ იმედი მაქვს, ჩვენ გვექნება მხოლოდ ზომიერი, ეტაპობრივი და თანდათანობითი მატება, რათა მოვახერხებთ, პიკი მაქსიმალურად გადავავადოთ, გარკვეული პერიოდის, რამდენიმე თვის განმავლობაში ეს პიკი არც მივიღოთ და ეს ეტაპი მხოლოდ თანდათანობითი მატების ფონზე გავიაროთ. 10-დან 20 შემთხვევამდე ჯერ კიდევ არის ის პროგნოზული მატება, რომელიც კარგ მოსალოდნელ სცენარში გვქონდა“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ კორონავირუსით ინფიცირებულთა შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მოვლენათა განვითარების ყველაზე მძიმე სცენარის შემთხვევაში, მზაობა დაახლოებით 3 700 საწოლამდე არსებობს, მაგრამ საქართველო ასეთ მძიმე სცენარს არ ელოდება.









