თბილისის ანძა საფრანგეთის დროშის ფერებში განათდა.
„თქვენ არ ხართ მარტო ამ ბრძოლაში, ერთად გავიმარჯვებთ! – ამ შეტყობინებას უგზავნის საქართველო საფრანგეთს.
კორონავირუსთან ბრძოლაში საფრანგეთის რესპუბლიკის მხარდასაჭერად, დღეს თბილისის ანძა საფრანგეთის დროშის ფერებში განათდა“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 762 ადამიანი დაიღუპა. სულ საფრანგეთში „კოვიდ 19“-ით 15 729 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ საფრანგეთში 100 000-ს გადააჭარბა.