თბილისის ანძა საფრანგეთის დროშის ფერებში განათდა

თბილისის ანძა საფრანგეთის დროშის ფერებში განათდა.

„თქვენ არ ხართ მარტო ამ ბრძოლაში, ერთად გავიმარჯვებთ! – ამ შეტყობინებას უგზავნის საქართველო საფრანგეთს.

კორონავირუსთან ბრძოლაში საფრანგეთის რესპუბლიკის მხარდასაჭერად, დღეს  თბილისის ანძა საფრანგეთის დროშის ფერებში განათდა“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 762 ადამიანი დაიღუპა.  სულ საფრანგეთში „კოვიდ 19“-ით 15 729 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ საფრანგეთში 100 000-ს გადააჭარბა.