თბილისის ინფექციური საავადმყოფო კიდევ ერთმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა

ინფექციური საავადმყოფო ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 56 პაციენტი გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა

“საქართველოში კორონავირუსის კვლავ 233 შემთხვევა დადასტურებული და სამი კი, შემოტანილი დადასტურებული შემთხვევა. ერთადერთი სიახლეა, რომ 56 გამოჯანმრთელებულია, აქედან ერთი გამოჯანმრთელებული ჩვენთანაა. დილას მიღებული ტესტირების შემდეგ მას უარყოფითი ჰქონდა პასუხი და მან დატოვა ჩვენი კლინიკა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუბგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ ინფექციურ საავადმყოფოში ამ დრომდე 3 მძიმე პაციენტი რჩება. 

„კვლავ სამი პაციენტი გვყავს მძიმეთა შორის უფრო მძიმედ, რომლებიც ინტენსიურ მეთვალყურეობას საჭიროებენ 24 საათის განმავლობაში. მათი მდგომარეობა დასტაბილურებული ჯერ არ არის და დღის განმავლობაში ცვალებადია, სიმძიმიდან გამომდინარე. დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია”,-აღნიშნა ეზუგბაიამ.