თბილისში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ძმობის ქუჩაზე სამსართულიან სახლში 500 კვ.მ. ფართი დაიწვა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

უწყების ცნობით, ადგილზე შვიდი სახანძრო-სამაშველო მანქანა არის მობილიზებული. ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.