კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული.

ეზუგბაიას თქმით, ერთი ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტი თეთრიწყაროს უკავშირდება, ერთი კი ბოლნისის კლასტერს. მისივე თქმით, 6 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე ცნობილი არ არის და კვლევა მიმდინარეობს.

„როგორც ჩემთვის ცნობილია, ახალი პაციენტებიდან  ერთი არის თეთრიწყაროს შემთხვევა, სამი საკარანტინო სივრციდანაა. ერთი ახალი პაციენტი არის ბოლნისის კლასტერიდან. ორის წყარო არის დაუდგენელი, გრძელდება ამ წყაროს მოძიება“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

ქვეყანაში ამ დროისთვის COVID-19-ის 517 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 168 გამოჯანმრთელდა, 6 კი – გარდაიცვალა.