COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის სათემო განათლების ცენტრმა 2000 ერთეული ერთჯერადი გამოყენების პირბადე მუნიციპალიტეტის მერიას უსასყიდლოდ გადასცა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ და მერის მოადგილე ბერდია ხვისტანმა კოდის სათემო განათლების ცენტრის ხელმძღვანელს, ქალბატონ მადონა ოქროპირიძეს მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ პირბადეებს დეფიციტის პირობებში, მთავარი საზრუნავი მოსახლეობის უსაფრთხოებაა და ყველა სახის დახმარება, რომელიც გაწეული იქნება როგორც კერძო, ასევე არასამთავრობო სექტორის მიერ მნიშვნელოვანი და დასაფასებელია.
კოდის სათემო განათლების ცენტრის მიერ დამზადებული პირბადეები პირველ რიგში გათვალისწინებული იქნება მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფებისათვის.







