თეთრიწყაროს ცენტრი და ქალაქის საავადმყოფო ჩაიკეტა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ცენტრი და ქალაქის საავადმყოფო ჩაიკეტა  -ამის შესახებ ჟურნალისტებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა. შოთა რეხვიაშვილმა განუცხადა.


მხარის პირველი პირის ინფორმაციით,იკეტება ქალაქი თეთრიწყარო და ცენტრის მუნიციპალიტეტის სოფლებთან ყველანაირი კონტაქტი იზღუდება.

,,საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თეთრიწყაროს საავადმყოფოში დადასტურდა ექთნის ინფიცირების ფაქტი, გუშინ ძალიან მასშტაბური და ინტენსიური ღონისძიებები გატარდა, გაძლიერებული შემადგენლობით იყო მუნიციპალიტეტში ჩასული ეპიდემიოლოგების ჯგუფი, აიღეს საკვლევი მასალა მედპერსონალიდან და იმ დადგენილი კონტაქტებიდან, რომლებიც ჩვენთან ერთად ერთობლივი ძალისხმევით იქნა გამოკვეთილი ამ შედეგებიდან გამომდინარე დღეს 24 საათის განმავლობაში თეთრიწყაროში სრულად დადასტურებულია 19 ფაქტი, მე არ მაქვს ინფორმაცია, რამდენია აქედან სამედიცინო პერსონალი და რამდენი ოჯახის წევრი ამას მოგვიანებით გავარკვევ; ვიცი, რომ თეთრიწყაროს ადმინისტრაციულ ცენტრში არის 12 დადასტურებული შემთხვევა და ჩვენ იძულებული გავხდით მიგვეღო გადამჭრელი ზომები და დავიწყეთ თეთრიწყაროს ადმინისტრაციული ცენტრის ჩაკეტვა, დაახლოებით 4 ბლოკ-პოსტი იქნება განთავსებული და მიდის ეს სამუშაოები.

აქვე გეტყვით, რომ მთლიანად მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯორჯიაშვილში, წინწყაროში და გორთეთში არის ერთეული შემთხვევები და ეს არ იძლევა იმის საფუძველს, რომ გადავკეტოთ მთლიანად სოფლები, აქ თვითიზოლაციითა და მკაცრი კარანტინით მივიღებთ ყველა ზომას, რომ დაავადების შემდგომი გავრცელება თავიდან ავირიდოთ“,- განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

მისივე თქმით, თეთიწყაროს საავადმყოფო დაკეტილია. გუბერნატორის განცხადებითვე, არ დასტურდება თეთრიწყაროს საავადმყოფოს ექთნის კონტაქტი ბოლნისთან, აქ ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

,,არ დასტურდება ინფიცირებული ექთნის კონტაქტი ბოლნისთან, ექთნის დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით ბუნდოვანი და გაურკვეველია, ამდენად კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან აუცილებელია მოსახლეობა იყოს ადეკვატური და შეზღუდოს გადაადგილება, დაიცვან სოციალური დისტანცირება და დარჩნენ სახლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ცენტრიდან სოფლებთან კავშირი იქნება შეზღუდული, დანარჩენ მუნიციპალიტეტებთან ისედაც მიღებული ზომებით შეზღუდულია და ბოლნისთან, მარნეულთან შეწყვეტილია კავშირი, ქალაქები ჩაკეტილია, რჩება დმანისი-წალკა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ბუნებრივია დაწესებული შეზღუდვიდან გამომდინარე ვერ გადადგილდება თეთრიწყაროს მიმართულებით”, – განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა.

ვითარება ქვემო-ქართლის რეგიონში

📢📢 ქვემო ქართლის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 128 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება❗❗ თეთრიწყაროში კორონავირუსით ინფიცირების 19 დადასტურებული შემთხვევაა – ჩაიკეტა მუნიციპალიტეტის ცენტრი და ქალაქის საავადმყოფო ⁉️ ⁉️რა ვითარებაა რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში ?! #ქვემოქართლი #კორონავირუსი #მედპერსონალი

Geplaatst door TV4.ge op Zondag 26 april 2020