თეთრიწყაროში კოვიდინფიცირებული ექთნის ინფიცირების წყარო დადგენილი არ არის

თეთრიწყაროში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს ელოდებიან. როგორც თეთრიწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრში TV4-ს განუცხადეს, ამ დროისთვის ინფიცირებული პაციენტის კონტაქტების მოკვლევა მიმდინარეობს. ასევე, უცნობია 45 წლამდე პირის კორონავირუსით დაინფიცირების წყარო.

მათივე ცნობით, თეთრიწყაროს ​მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.

ინფორმაციისთვის, კოვიდინფიცირებული ქალი თეთრიწყაროს კლინიკის თანამშომელია და როგორც ცნობილი ხდება ის კლინიკაში 19 აპრილს იმყოფებოდა, ხოლო 21 აპრილს ამავე კლინიკაში, როგორც პაციენტი ცხელებით შევიდა.

როგორც TV4-მა გაარკვია, მანამდე თეთრიწყაროს კლინიკაში “კოვიდ19”-ზე ტესტი კიდევ ერთ ექიმს ჩაუტარეს, რადგან მას ბოლნისის სამედიცინო კლასტერთან ჰქონდა შეხება, თუმცა ტესტი კორონავირუსზე უარყოფითი იყო.