თეთრიწყაროში კოვიდინფიცირებულების კონტაქტები 150-მდე გაიზარდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კოვიდინფიცირებული პირების კონტაქტების რაოდენობა 150-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს თეთრიწყაროს მერმა, გიორგი ქორიძემ განუცხადა. მუნიციპალიტეტის პირველი პირის ინფორმაციით, თეთრიწყაროში დაფიქსირებული ორი ახალი შემთხვევა ე.წ სამედიცინო კლასტერს უკავშირდება. ერთ-ერთი კოვიდინფიცირებული პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლის ოჯახის წევრია, ხოლო მეორე სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია.

გიორგი ქორიძის ცნობით, ინფიცირებული პირების ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ჯამში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში covid 19- ით ინფიცირების 22 დადასტურებული შემთხვევაა დადასტურებული.