დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განაცხადებით, თეთრიწყაროში კორონავირუსის დაახლოებით 20 დადებითი შემთხვევა გამოვლინდა.
“გუშინ მთელი დღე იმუშავა ჩვენმა ჯგგუფმა თეთრიწყაროში. ჩვენი მუშაობის შედეგად გამოვლინდა ინფიცირებულები მათგან 20 დადებითი შემთხვევაა თეთრიწყაროში. დღესაც მუშაობს ჩვენი ჯგუფი გზაში არიან და იმედია მოხერხედება დროული შეკავება, როგორც სხვა მუნიციპალიტეტში მოხერხდა”-განაცხადა იმნაძემ .
ამასთან, პაატა იმნაძის განცხადებით, არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ ქალაქებში მცხოვრებმა მოსახლეობამ შეასრულა რეკომენდაციები, თუმცა სოფლის მოსახლეობამ სახლში დარჩენის რეკომენდაცია არ გაითვალისწინა.
შეგახსენებთ,თეთრიწყაროში “კოვიდ19”-ის პირველი შემთხვევა გუშინ დადასტურდა. კოვიდინფიცირებული პირველი პაციენტი თეთრიწყაროს კლინიკის თანამშრომელია და ის მარნეულის “ჯეოჰოსპიტალში” იყო გადაყვანილი.