თეთრიწყაროში კორონავირუსით ინფიცირების 21 შემთხვევაა დადასტურებული

თეთრიწყაროს მერის, გიორგი ქორიძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ამ  დროისთვის კორონავირუსის 21 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან 12 უშუალოდ თეთრიწყაროს რაიონული ცენტრიდანაა.

 გიორგი ქორიძემ განმარტა, რომ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა.  მისი თქმით,  სავარაუდოდ, ხვალ შუადღისას უკვე ცნობილი გახდება იმ პირთა წრე, ვისთანაც ინფიცირებულებს კონტაქტი ჰქონდათ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი შემთხვევა თეთრიწყაროში 25 აპრილს დადასტურდა. ინფიცირების ფაქტი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელს, კერძოდ, საავადმყოფოს ექთანს დაუდასტურდა. ქვემო ქართვლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, 26 აპრილს ჩაიკეტა თეთრიწყაროს ადმინისტრაციული ცენტრი და საავადმყოფო.