თეთრიწყაროში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში   კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

თეთრიწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში Tv4-ს ინფორმაცია დაუდასტურეს. როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა Tv4-ს განუცხადა, ინფიცირებულია ექთანი, რომელიც თეთრიწყაროს კლინიკაში მუშაობდა.

კოვიდინფიცირებული 45 წლამდე ქალი მარნეულის “ჯეო ჰოსპიტალში” საეჭვო სიმპტომებით გადაიყვანეს.

ამ დროისთვის მისი კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.