თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. კოვიდინფიცირებული პაციენტი ექიმების კლასტერს მიეკუთვნება,შესაბამისად მისი ინფიცირების წყარო ცნობილია.ის ერთ-ერთი ინფიცირებულის ოჯახის წევრი, შესაბამისად ახლო კონტაქტია და პირი მკაცრს კარანტინში იმყოფებოდა. მუნიციპალიტეტში “კოვიდ 19″-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა.
ამასთან, თეთრიწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორიის სპეციალისტები თეთრიწყაროში გუშინ გვიან ღამემდე მუშაობდნენ. აღებული 170 ნიმუშიდან ,27 ნიმუშია გამოკვლეული ,საიდანაც კორონავირუსის ერთ პირს დაუდასტირდა. დანარჩენი ტესტის პასუხები კორონავირუსზე უარყოფითია.
დანარჩენი ტესტის პასუხებს თეთრწიყაროში დღის ბოლომდე ელოდებიან.
მუნიციპალიტეტში ჯამში ინფიცირებული პირების 600-მდე კონტაქტია მოძიებული, რომლებიც თვითიზოლაციაში და მკაცრ კარანტინში იმყოფებიან.