თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადწლებით, საქართველოში ეპიდემიის განვითარების სცენარი მრევლის ხელშია.
ეს განცხადება მან “ტვ პირველის” ეთერში გააკეთა.
„ამ ეტაპზე, გვჭირდება, რომ შემოვიდეს ნაკლები პაციენტი, რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია საზოგადოებაზე და უახლოესი სამი დღის განმავლობაში უპირველესად მრევლზე; მრევლი გადაწყვეტს ამ დაავადების ბედს საქართველოში.
გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ მრევლის ხელშია საქართველოში ეპიდემიის განვითარების სცენარი. ასეთი ფორმულირებით არასოდეს მითქვამს და მგონი, არც სხვებს უთქვამთ, რომ დიახ, ახლა მრევლის ხელშია ჩვენს ქვეყანაში ეპიდემიის განვითარების სცენარი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.