თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, სახელმწიფოს შეუძლია 1200-დან 1600-მდე პაციენტს სრულფასოვანი მკურნალობა გაუწიოს.
მისი თქმით, ამის შემდეგ პაციენტების მკურნალობა ასეთი სრულყოფილი აღარ იქნება.
„დღეს 400 პაციენტია, სამჯერ, ოთხჯერ უფრო მეტ პაციენტს 1200-დან 1600 პაციენტამდე, სახელმწიფო უზრუნველყოფს მომსახურების ამ დონით, რომელიც დღეს არის. შემდგომში კი არ მიატოვებს ისევ უზრუნველყოფს, გეგმა “ბე” არსებობს, 2 000 საწოლზე, გეგმა “ცე” არსებობს 10 000 საწოლზე, მაგრამ იქ უკვე ეს მომსახურება ვეღარ იქნება ისეთი სრულყოფილი. იქ მომსახურება ის ტიპი შეიძლება გამოვიყენოთ, რომელიც დღეს არის საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ინგლისში, როდესაც მომსახურება შემოიფარგლება ნაწილობრივი მდგომარეობით, ნაწილობრივი დახმარებით და ძირითადად პაციენტების სახლში დარჩენით“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, ის ისურვებდა, რომ საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული ზომები ორი-სამი კვირის განავლობაში არ შემსუბუქდეს.
“არც ახლა გვაქვს იდეალური, მკაცრი შესრულება შეზღუდვების, ხედავთ, რომ ახლაც რამდენიმე ადამიანი მაინც იკრიბება, მეგობრები, ვიღაც ქუჩაში მაინც დადის, მაგრამ მაინც დავიჭირეთ ის მომენტი, როდესაც რეალურად ვუშლით ხელს დაავადების გავრცელებას და მე არ ვისურვებდი, რომ ეს შეგვერბილებია. მოდი, ერთი ათი დღე, ორი კვირა კიდევ განვამტკიცოთ მიღწეული შედეგი და შემდეგ დავიწყოთ შერბილება. ეს პირადად ჩემი აზრია“ , – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.