თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ჯერჯერობით 5 კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა უიმედო არ არის.
“ვუწევ მთელი ქვეყნის მასშტაბით პაციენტების მკურნალობის მართვას და ჩემი ინფორმაციით, კრიტიკულ მდგომარეობაშია 5 პაციენტი, დანარჩენების მდგომარეობა ნაკლებად მძიმე და მსუბუქიც კია. მათთან სერიოზულ გართულებებს არ ველით. ჯერჯერობით 5 კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა არ არის უიმედო”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა კლინიკების მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, ამ ეტაპზე კლინიკები გამართულად მუშაობენ და ქვეყანაში საკმარისი რესურსია.
„ ჯერჯერობით კოვიდ ინფიცირებულებისთვის გამოყოფილი საწოლების რაოდენობა დაახლოებით 450-ია და სულ 131 პაციენტი გვყავს. ამიტომაც, ჯერჯერობით სერიოზული რეზერვით მუშაობენ კლინიკები. მათ შეუძლიათ სამი, ოთხი ამდენი პაციენტი მიიღონ “ – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.









