თენგიზ ცერცვაძე – 5 კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა ჯერჯერობით უიმედო არ არის

 თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ჯერჯერობით 5 კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა უიმედო არ არის. 

“ვუწევ მთელი ქვეყნის მასშტაბით პაციენტების მკურნალობის მართვას და ჩემი ინფორმაციით, კრიტიკულ მდგომარეობაშია 5 პაციენტი, დანარჩენების მდგომარეობა ნაკლებად მძიმე და მსუბუქიც კია. მათთან სერიოზულ გართულებებს არ ველით. ჯერჯერობით 5 კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა არ არის უიმედო”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. 

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა კლინიკების მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, ამ ეტაპზე კლინიკები გამართულად მუშაობენ და ქვეყანაში საკმარისი რესურსია. 

„ ჯერჯერობით კოვიდ ინფიცირებულებისთვის გამოყოფილი საწოლების რაოდენობა დაახლოებით 450-ია და სულ 131 პაციენტი გვყავს. ამიტომაც, ჯერჯერობით სერიოზული რეზერვით მუშაობენ კლინიკები. მათ შეუძლიათ სამი, ოთხი ამდენი პაციენტი მიიღონ “ – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.