თურქეთში კორონავირუსმა 2 376 ადამიანი იმსხვერპლა

თურქეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით 117 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში, ამ დროისთვის გარდაცვლილთა რაოდენობა 2 376-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

ამასთან, თურქეთში ინფიცირებულთა რიცხვი 98 674 მდე გაიზარდა, მათ შორის 3 083 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დაფიქსირდა.

ასევე, ქვეყანაში კორონავირუსისგან 16 477 ადამიანი განიკურნა.