ილია მეორე: ჩვენც გოლგოთა გავიარეთ და აღდგომის სიხარულის თანაზიარი გავხდით

“ჩვენც გოლგოთა გავიარეთ და აღდგომის თანაზიარნი გავხდით, სრულიად საქართველოს ვულოცავ და ვავედრებ უფალს,” – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მრევლისადმი მიმართვაში წერს, რომელსაც საპატრიარქო აქვეყნებს.

„საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წევრ ღვთივკურთხეულ შვილებს კიდევ ერთხელ გულითადად ყველას გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ამ დღემ განსაკუთრებული მადლი მოჰფინა ქვეყანას. ჩვენც გოლგოთა გავიარეთ და აღდგომის სიხარულის თანაზიარი გავხდით. სრულიად საქართველოს ვულოცავ და ვევედრები უფალს; ვავედრებ ჩვენს წინაპრებს, თითოეული თქვენგანის იმქვეყნად წასულ ოჯახის წევრსა და ახლობელს და ყველა თქვენგანის სახელით შევთხოვ მაცხოვარს თავისი წყალობა მოჰფინოს მათ უკვდავ სულებს, შეუნდოს შეცოდებანი, ნებსითნი და უნებლიეთნი და სოფელსა მართალთასა დააწესოს ისინი, ამინ!”, – ნათქვამია მიმართვის ტექსტში.