ინფექციური კლინიკის სამი ახალი პაციენტიდან ერთის ინფიცირების წყარო მარნეულს უკავშირდება

თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურმა კლინიკამ დღეს კორონავირუსით ინფიცირებული სამი ახალი პაციენტი მიიღო. მათგან ერთი-ერთი პაციენტის დაინფიცირების წყარო მარნეულს უკავშირდება, ხოლო ორი პირთან მიმართებაში კვლევა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ამ დროისთვის 40 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

„დღეს სამი პაციენტი მივიღეთ. დილით ჩვენს ცენტრს 37 დადასტურებული შემთხვევა ჰქონდა, სამი პაციენტი მივიღეთ. ერთი წყარო არის მარნეულიდან, ორი პაციენტის წყაროს კვლევა წარმოებს და ალბათ, შემდეგ გახდება ცნობილი. ამ ეტაპზე, კლინიკაში 40 დადასტურებული პაციენტი გვიწევს“, – განაცხადა ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა.

საქართველოში ამ დრომდე კორონავირუსით ინფიცირების 340 შემთხვევა დადასტურდა. მათგან 76 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 კი – გარიდაცვალა.