ინფექციურ საავადყოფოში კრიტიკული ორი პაციენტის მდგომარეობა უკვე სტაბილურია და მათთან რაიმე გართულებას აღარ ველოდებით, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისი თქმით, ამჟამად კლინიკაში 46 პაციენტი ყავთ, მათგან 45 კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა, ერთი კი კლინიკაში თვითდინებით შევიდა და ტესტირება ჩაუტარდება.
„დაემატა თუ არა კლინიკაში ახალი პაციენტების რაოდენობა, ჯერჯერობით არ ვიცი. მონაცემები ახლა განახლდა.კრიტიკული ორი პაციენტის მდგომარეობა კი უკვე სტაბილურია და მათთან რაიმე გართულებას აღარ ველოდებით. 14 პაციენტს მძიმე პნევმონია აქვთ, თუმცა სიტუაცია მართვადია. ასევე დამაკმაყოფილებელია 7 მოზარდის მდგომარეობა და მალე გამოჯანმრთელდებიან“, = განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, კლინიკაში უკვე 50 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
საქართველოში კორონავირუსი 399 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 93 უკვე გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას. კარანტინის რეჟიმში – 4782 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 503, – ამის შესახებ ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
რა უნდა.