მთავრობის და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, ეკლესიები არ დაიხურება

ჩვენ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ არ დაირღვეს კანონი და დაიხუროს ეკლესიები და დაცული იქნეს სოციალური დისტანცირება. ამის შესახებ პრემიერ მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა, მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

” ჩვენ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ არ დაირღვეს კანონი და დაიხუროს ეკლესიები და დაცული იქნეს სოციალური დისტანცირება. ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად ეკლესიებში დაცული იქნება დისტანცირების ყველა ნორმა, რომელიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ. კერძოდ, დიდი ზომის ეკლესიებში მინიმუმ 2 მეტრიანი სოციალური დისტანცია, ხოლო მცირე ზომის ეკლესიებში იქნებიან მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები.

ამასთან, ყველა ეკლესიასთან მობილიზებული იქნება პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც ადგილზე უზრუნველყოფენ კომენდანტის საათით გათვალისწინებული ნორმების და სოციალური დისტანციის დაცვას.

დაბეჯითებით მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომ ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, რომლის ფარგლებში დაწესებული კომენდანტის საათის დროს, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე იზღუდება გადაადგილება, ამ ნორმის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას“ , – განაცხადა ჩიქოვანმა.